კაპელო:“ ბასტონის, ვინც იტალიის ნაკრებს წარმოადგენს, ასეთი ქცევა არ შეეფერება, ეს სამარცხვინო იყო“
ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ინტერი – იუვენტუსის მატჩი შეაფასა.
„სან სიროზე მომხდარი ინციდენტის გამო ძალიან ვწუხვარ. პირველ რიგში, ბასტონი, საერთაშორისო დონის ფეხბურთელი, რომელიც იტალიის ნაკრებს წარმოადგენს, ასე ვერ და არ უნდა იქცეოდეს, ეს ძალიან ცუდი სანახავი და სამარცხვინო ქმედება იყო. სიმულაცია, მსაჯის მოტყუება და შემდეგ ამ ყველაფრის აღნიშვნა მაშინ, როდესაც თავად ბასტონის ყვითელი ჰქონდა, ძალიან ცუდი სანახავია.
„იმედგარცუებული ვარ კივუს კომენტარების გამოც, ის რომაში ჩემი ფეხბურთელი იყო და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მისმა კომენტარებმა ძალიან გამაკვირვა, მან მატჩის წინ და შემდგომ სულ სხვაგვარი კომენტარები გააკეთა. მე მისგან მატჩის შემდეგ უფრო ღირსეულ, ლიდერის შესაფერის კომენტარს ველოდებოდი.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
