TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კანავარო:“ მოტას იუვენტუსში ბევრ დროს არავინ მისცემს“

ლეგენდარულმა ფაბიო კანავარომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტებზე ისაუბრა.

„ინტერი კვლავ გამოკვეთილი ფავორიტია, ნერაძურიმ გუნდის ლიდერები შეინარჩუნა და კიდევ უფრო გაძლიერდა, სხვა გუნდები კი ჯერ კიდევ შენების პროცესში არიან.

„უნდა გამოვარჩიოთ იუვენტუსი, ტურინელებს დიდებული სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდათ, ახლა კი ყველაფერი ტიაგო მოტაზეა დამოკიდებული, მას იუვენტუსში ბევრ დროს არავინ მისცემს და შედეგს დაუყოვნებლივ მოთხოვენ.

„კიეზა ? მისი იუვენტუსიდან წასვლა და ლივერპულში გადასვლა ძალიან გამიკვირდა. იმედი მაქვს, ფედე ძველებურ დონეს დაუბრუნდება.“