TuttoJuve

Juve per sempre sarà

კანადის ნაკრების მწვრთნელი:“ დევიდი იუვენტუსში ძალიან ბედნიერია“

კანადის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯეს მარშმა ჯონათან დევიდის თაობაზე ისაუბრა.

„დევიდი ? მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და ლეჩესთან გაცუდებული 11-მეტრიანისა და მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო არ ვნერვიულობდი. ჩვენ ერთმანეთს ხშირად ვესაუბრებით და ვიცოდი, რომ ის გოლს აუცილებლად გაიტანდა.

„იუვე დიდებული გუნდია და დევიდი რთულ მომენტებშიც კი ბედნიერია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდში თამაშობს.

„დევიდმა სირთულეები გადალახა და ვფიქრობ, ახლა ის ძალიან ბევრ გოლს გაიტანს. მას ადაპტაციისთვის პერიოდი სჭირდებოდა, თუმცა ახლა ის თავის შესაძლებლობებს ყველას აჩვენებს. მე უამრავ გამორჩეულ ფორვარდთან მიმუშავია და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჰოლანდის შემდეგ, ვინც უბრალოდ მონსტრია, დევიდი საუკეთესოა.

„სპალეტი ? ის უმაღლესი დონის მწვრთნელია. იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე, როდესაც იტალიაში ვიქნები კონტინასაზე მისვლისა და იუვენტუსის ვარჯიშის ნახვის შესაძლებლობა მექნება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !