კამბიაზოს თამაში ტურინულ დერბიში საეჭვოა
ანდრეა კამბიაზომ შესაძლოა ტურინულ დერბიში გუნდის დახმარება ვერ შეძლოს.
იტალიური წყაროების ცნობით, კამბიაზოს გრიპის სიმპტომები აქვს, რის გამოც ის ვარჯიშს ვერ ახერხებს და სავარაუდოდ მომდევნო შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.
რამდენიმე საათში ტიაგო მოტას წინასამატჩო პრეს-კონფერენცია გაიმართება, რის შემდეგაც გაიკრვევა, შეძლებს თუ არა ანდრეა ხვალ თამაშს.