TuttoJuve

Juve per sempre sarà

კამბიაზოს სიტიში ტრანსფერი რთულდება

იტალიური წყაროების ცნობით, ანდრეა კამბიაზოს მანჩესტერ სიტიში ტრანსფერი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რთულად წარმოსადგენია.

გამოცემა DAZN-ის ინფორმაციით, იუვენტუსს სიტისგან ოფიციალური წინადადება ჯერაც არ მიუღია და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, ბიანკონერი სავარუადოდ იტალიელის გაშვებაზე უარს იტყვის.

დიდია ალბათობა, სიტიმ კამბიაზოს ტრანსფერზე მუშაობა სეზონის ბოლოს განაახლოს.

30 views
error: დაცული კონტენტი !