კამბიაზოს გაყიდვის შემთხვევაში, იუვე არაუხოს გაფორმებას ეცდება
Tuttosport-ის ცნობით, გუშინ იუვენტუსის სტადიონზე ურუგვაისა და ალჟირს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩს ბიანკონერის სპორტული დირექტორი მარკო ოტოლინი დაესწრო.
წყაროს ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი 26 წლის მარცხენა მცველს მაქსი არაუხოს კავირდებოდა.
გამოცემის ცნობით, ის ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნეა და ანდრეა კამბიაზოს გაყიდვის შემთხვევაში, ურუგვაელი იუვენტუსის პრიორიტეტი იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
