კამბოაზოს აგენტმა სიტის ინტერესი დაადასტურა
იუვენტუსის უკანახაზელის ანდრეა კამბიაზოს აგენტმა დაადასტურა, რომ გასულ კვირებში მანჩესტერ სიტი მისი კლიენტის გაფორმებას აქტიურად ცდილობდა.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ყველაფერი, რაც ანდრეას თაობაზე დაიწერა, სიმართლეა. მისი სიტიში ხილვა პირადად ანდრეა კამბიაზოს სურდა, სხვა დეტალებზე კი იუვენტუსი თავად ისაუბრებს.“
იტალიური მედიის ცნობით, კამბიაზომ სიტისთან 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო სეზონში 6 მილიონი ევრო იქნება. მოსალოდნელია, რომ ქალაქელები ანდრეას ტრანსფერზე მუშაობას სეზონის ბოლოს განაახლებს.