TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კამბიაზოს აგენტი:“ ანდრეა იუვენტუსში უბედნიერესია“

იუვენტუსის ფეხბურთელის ანდრეა კამბიაზოს აგენტის თქმით, მისი კლიენტი ტურინულ გრანდში თავს შესანიშნავად გრძნობს.

„კამბიაზო იუვენტუსში ძალიან ბედნიერია, მან სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ნელ-ნელა როგორც იუვენტუსში, ასევე იტალიის ნაკრებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი ხდება.

„ის ძალიან შრომისმოყვარე და ჭკვიანი ბიჭია, ანდრეას გაცილებით მეტი შეუძლია და მჯერა, კამბიაზო განვითარებას გააგრძელებს და გაცილებით უკეთესი გახდება.“