TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კამბიაზომ შესაძლოა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს

ანდრეა კამბიაზომ J Medical-ში სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა და იტალიელ ფეხბურთელს მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა დაუდასტურდა.

კამბიაზო განმეორებით შემოწმებას 1 კვირაში გაივლის და მისი მოედანზე დაბრუნების თარიღი ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა არის ალბათობა, რომ ის მიმდინარე სეზონში გუნდს ვეღარ დაეხმარება.

შეგახსენებთ, იუვენტუსს სერია ა-ში 3 მატჩი დარჩა, ტურინული გრანდი ჯერ ლაციოს ესტუმრება, შემდეგ უდინეზეს უმასპინძლებს, ბოლო ტურში კი გასვლაზე ვენეციას დაუპირისპირდება.

error: დაცული კონტენტი !