კამბიაზო:“ სპალეტი განვითარებაში დაგვეხმარება“
ანდრეა კამბიაზომ კრემონეზესთან მატჩი შეაფასა.
„გოლი ? გოლი ფეხბურთში ყველაზე ლამაზი და მნიშნველოვანი რამ არის. მიხარია, რომ გუნდის დახმარება შევძელი, ჩვენ უმნიშვნელოვანესი ქულები მოვიპოვეთ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
„სპალეტი ? მისი მოსვლის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ლუჩიანომ ყველა გუნდში შესანიშნავი შედეგები დადო, ის უმაღლესი დონის პროფესიონალია და ამას სპალეტის გამოვლილი კარიერა მოწმობს. დარწმუნებული ვარ, სპალეტისთან ერთად ჩვენ განვითარებას გავაგრძელებთ.
„მარჯვენა ფლანზე თამაში ? არ ვიცი, იქნება თუ არა ეს საბოლოო გადაწყვეტილება. ლუჩიანოს გუნდთან მუშაობისთვის დიდი დრო არ ჰქონია და ვნახოთ, რას გადაწყვეტს მწვრთნელი მომავალში. მე გუნდის დასახმარებლად მზად ვარ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
