TuttoJuve

Juve per sempre sarà

კამბიაზო სიტის სატრანსფერო სამიზნე აღარ არის

SportItalia-ს ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი იუვენტუსის უკანახაზელის ანდრეა კამბიაზოს ტრანსფერზე მუშაობას აღარ აპირებს.

წყაროს ცნობით, სეზონის მეორე ნახევარში კამბიაზოს ცუდი თამაშის ფონზე, ინგლისელები მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 60-70 მილიონის გადახდას არ აპირებენ.

კამბიაზოს მიმართ ინტერესს სხვა რამდენიმე გუნდი, მათ შორის ლივერპული ინარჩუნებს, თუმცა ჯერჯერობით მოლაპარაკებები არც ერთ მათგანთან არ მიმდინარეობს.

error: დაცული კონტენტი !