კამბიაზო:“ ვიცით, რომ შეცდომების უფლება აღარ გვაქვს“
ლუჩიანო სპალეტის შემდეგ (იხილეთ აქ), ბოდოს წინააღმდეგ მატჩამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე ანდრეა კამბიაზომ ისაუბრა.
„ხელოვნური საფარი ? ასეთ მინდორზე 16 წლის შემდეგ არ მითამაშია, წინ რთული შეხვედრა გველოდება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ.
„შეცდომები ფლორენციაში ? ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ალეგრი, მოტა, ტუდორი და ახლა სპალეტი, ჩვენ ჩვენს შეცდომებს ყოველთვის ვაანალიზებთ და ამ თემაზე ღიად საუბარი საჭირო არ არის, ახლა კონცენტრაცია ხვალინდელ მატჩზე უნდა გავაკეთოთ.
„ამინდი ? ასეთ ცივ ამინდში სირბილი ძალიან რთულდება, რადგან სუნთქვა გიჭირს. წინ ფიზიკურად ძალიან მომთხოვნი შეხვედრა გველოდება, მაგრამ ეს თავის გასამართლებელი საბუთი არ უნდა გახდეს.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და ჩვენ 3 ქულა გვჭირდება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
