კამბიაზო:“ ჩემი პროგრესი როგორც მოტას, ასევე ალეგრის დამსახურებაა“
იუვენტუსის ფეხბურთელმა ანდრეა კამბიაზომ საფრანგეთთან მატჩის შემდეგ, რომელშიც იტალიის ერთადერთი გოლი სწორედ მან გაიტანა, კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, ჩვენი ქომაგების წინ უკეთ თამაში და ჯგუფის გამარჯვებით დახურვა გვსურდა, მაგრამ სამწუხაროდ გოლები ძალიან მარტივ სიტუაციებში გავუშვით, რის გამოც დავისაჯეთ კიდეც.
„არის თუ არა ჩემი პროგრესი მოტას იუვენტუსის დამსახურება ? რა თქმა უნდა, მე განვითარებაზე ბევრს ვმუშაობ და ჩემს გარშემო მყოფი ადამიანებისგან ვსწავლობ. არ შეიძლება ალეგრის იუვენტუსის დავიწყებაც, მე მაქსისგან ბევრი რამ ვისწავლე და უკეთესი ფეხბურთელი გავხდი.
„საყვარელი პოზიცია ? ჩემი მიზანი გუნდისა და თანაგუნდელების დახმარებაა, ვითამაშებ იქ, სადაც ამას მწვრთნელი დამავალებს.“