TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რეალისა და ასტონ ვილას ინტერესის მიუხედავად, იუვე კამბიაზოს ხელშეუხებელ ფეხბურთელად მოიაზრებს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ზაფხულში ანდრეა კამბიაზოს სანაცვლოდ იუვენტუსმა არაერთი სარფიანი წინადადება მიიღო, თუმცა ბიანკონერი ფეხბურთელის გაყიდვას არც კი განიხილავს.

წყაროს ცნობით, ასტონ ვილა იუვენტუსს იტალიელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს სთავაზობდა, ინგლისელების გარდა კი კამბიაზოს მიმართ ინტერესს რეალიც იჩენდა, მაგრამ 24 წლის უკანახაზელი იუვენტუსის პროექტის ერთ-ერთ უმთავრეს ფიგურად მოიაზრება.

სკირას თქმით, გუნდის დატოვება არც თავად ფეხბურთელს სურს, მას იუვენტუსში დიდი ხნით დარჩენა და მომავალში გუნდის კაპიტნის სამკლაურის ჩაბარება უნდა.