TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კამბიაზო:“ იუვენტუსის რიგებში თამაში ჩემთვის უდიდესი პატივია“

იუვენტუსის ფეხბურთელმა ანდრეა კამბიაზომ პსვ-სთან შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა.

„იუვენტუსის რიგებში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ახლა ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. ტიაგო მოტა ძალიან ქარიზმატული მწვრთნელია, მას ინოვაციური იდეები აქვს, მას ჩემგან დიდი მოლოდინები აქვს და ვცდილობ, მწვრთნელის ნდობა გავამართლო.

„ჩემპიონთა ლიგა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის საოცნებო ტურნირია, ჩვენ აქ ვართ, მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“

error: დაცული კონტენტი !