TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კამბიაზო:“ ჩვენ იუვენტუსი ვართ, ამიტომ მიზანი მხოლოდ გამარჯვება უნდა იყოს, ინტერესი რეალის მხრიდან ?…“

იუვენტუსის ფეხბურთელმა ანდრეა კამბიაზომ Corriere dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ტიაგო მოტა ? მან ტაქტიკური თვალსაზირით ჯერ კიდევ ბოლონიაში დამანახა ისეთი რამ, რასაც მე მოედანზე ვერ ვხედავდი. ის იუვენტუსში გადმოსვლის შემდეგ კიდევ უფრო მოტივირებული და მონდომებულია.

„მოტას ფორმაციაში ფეხბურთელებს კონკრეტული პოზიციები არ აქვთ, ჩვენ უბრალოდ სივრცეების შევსება და მათი გამოყენება გვევალება. მას თავისი მიდგომა აქვს გუნდის მართვის მხრივაც. ჩვენ მატჩამდე სულ რამდენიმე საათით ადრე ვიგებთ, თუ ვინ იწყებს სასტარტოში, ეს ვარჯიშებზე მაქსიმალურად დახარჯვაში გვეხმარება.

„ალეგრი ? მე მაქსმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა, ლანდუჩი კი ჩემთან ყოველთვის ახლოს იყო. მაქსმა გუნდში მენტალური ბალანსი დატოვა.

„ჩვენი მიზნები ? ჩვენ იუვენტუსი ვართ, ამიტომ გუნდის ერთადერთი მიზანი გამარჯვება უნდა იყოს. ინტერი ფავორიტია, რადგან მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. სულ მალე მათთან შეხვედრა გვაქვს და ვნახოთ, თუმცა ახლა ჯერ ლაციოსთან, შემდეგ კი შტუტგარტთან მატჩებზე უნდა ვიფიქროთ, ორი რთული შეხვედრა, რომლებშიც გამარჯვება მარტივი არ იქნება.

„ვლაჰოვიჩი ? ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, დუშანი სეზონს მინიმუმ 20 გოლით დაასრულებს და მინდა, მე მას ამაში დავეხმარო.

„სხვა თანაგუნდელები ? კოპმეინერსი ძალიან პრაგმატულია, მან კარგად იცის, თუ რა და როგორ გუნდა გააკეთოს მოედანზე. ტურამი ძალიან მხიარულია, კაბალი კი ინტროვერტი, ვისაც თავისი პოტენციალი ჯერ სრულად არ წარმოუჩენია.

„დუგლას ლუისი ? ის უბრალოდ ბრწყინვალეა. დუგლასის თითოეული შეხება ბურთთან შესანიშნავი სანახავია და ყველა ძალიან მალე მიხვდება, თუ რამდენად დიდებული ფეხბურთელია ის.

„აჯიჩი ? ის მარგალიტია, ახალგაზრდა ტალანტი, რომელიც იუვეს ახლახანს შეუერთდა, თუმცა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ის აქ უკვე დიდი ხანია არის.

„კალულუ ? ნამდვილი ჯარისკაცი, მის წინააღმდეგ თამაში ვარჯიშებზე ძალიან რთლია. გონსალესი ? ნიკო არის იმ არგენტინელთა შორის, ვინც მეტოქის ამპლუაში გაღიზიანებს, ხოლო როდესაც თანაგუნდელი ხდება ის შენთვის ყველაფერს გააკეთებს.

„კონსეისაუ ? ის ბომბია, ნამდვილი დინამიტი.

„სხვა ევროპული გრანდების ინტერესი ? მე სხვა გუნდების ინტერესის გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ ჩემი რეალი იუვენტუსია, მე აქ დარჩენა მაქსიმალურად დიდი ხანი მსურს.“