TuttoJuve

Juve per sempre sarà

კამბიაზო გუნდიდან წასვლას არ ითხოვს და იუვეს გადაწყვეტილების მოლოდინშია

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ანდრეა კამბიაზოს მანჩესტერ სიტიში შესაძლო ტრანსფერის თაობაზე გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია.

წყაროს ცნობით, კამბიაზოს გუნდის დატოვება არ უთხოვია და ის გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, თუ რა პოზიციას დაიკავებს ბიანკონერის ხელმძღვანელობა.

ანდრეას გაყიდვას თავის მხრივ არც იუვენტუსი ჩქარობს და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ სიტი მოთხოვნილ 80 მილიონს გადაიხდის, რაც გუნდს ბალანზე კაპიტალის 70-მილიონიან ზრდას დააფიქსირებს და კრისტიანო ჯუნტოლის ზაფხულში შემადგენლობის გასაძლიერებლად საკმაოდ მსუყე თანხის დახარჯვის საშუალებას მისცემს.

error: დაცული კონტენტი !