კამბიაზო:” სკუდეტოსთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ”
იუვენტუსის ფეხბურთელმა ანდრეა კამბიაზომ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„სპალეტის სიტყვები, რომ მე 3D ფეხბურთელი ვარ ? ამას კომპლიმენტად ვიღებ, დღევანდელი ფეხბურთი სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება, ფეხბურთელს მოედანზე რამდენიმე პოზიციაზე თამაში და სივრცეების ათვისება უნდა შეეძლოს.
„სპალეტი ? ლუჩიანო დიდი პროფესიონალი და შესანიშნავი მწვრთნელია, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს. ის თითოეულ დეტალს ყურადღებას აქცევს, ლუჩიანოს მოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ჩვენი ვარჯიშის ინტენსიობა და მეთოდები.
„სკუდეტო ? როდესაც მწვრთნელმა ეს სიტყვა ახსენა, გუნდისგან სრული მხარდაჭერა მიიღო. მაშინ ჩვენ ლიდერებს 6 ქულით ჩამოვრჩებოდით, ახლა კი სხვაობა მხოლოდ 4 ქულაა. ჩვენ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ.
„ამ მომენტისთვის ფავორიტებად ნაპოლი და ინტერი მოიაზრებიან, მაგრამ ტიტულისთვის ბევრი გუნდი იბრძოლებს და ჩვენ ერთ-ერთი მათგანი ვართ.
„ინტერესი ინგლისური გუნდებიდან ? დიახ, მანჩესტერ სიტის ინტერესი არსებობდა, მაგრამ კონკრეტული მოლაპარაკებები არ გამართულა, მე იუვენტუსის დატოვებასთან ახლოს არასოდეს ვყოფილვარ.
„ვლაჰოვიჩი ? ის ამ სეზონში უფრო დაღვინებული, უფრო მონდომებული და კონცენტრირებულია. დუშანს გოლის გატანა ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია.
„ჟეგროვა ? მე მისი თამაშით მოხიბლული ჯერ კიდევ გასულ სეზონში დავრჩი, როდესაც ის ლილის რიგებში ირიცხებოდა. როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, მას შესანიშნავი ტექნიკა და სისწრაფე აქვს, მას ერთი ერთზე ნებისმიერი ფეხბურთელის მოტყუება შეუძლია.
„დერბი ? ეს არის მატჩი, რომელშიც მოედანზე უნდა გახვიდე და გაიმარჯვო, ნებისმიერ ფასად.
„ჩემპიონთა ლიგა ? ვიცით, რომ ჩვენ შეცდომების უფლება აღარ გვაქვს და თითოეული ქულისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
