TuttoJuve

Juve per sempre sarà

კამბიაზო და ლუისი რომასთან მატჩისთვის მზად არიან

იუვენტუსი რომასთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მზადებას შეუდგა და ჯალოროსის წინააღმდეგ გუნდის განკარგულებაში ანდრეა კამბიაზო და დუგლას ლუისი ბრუნდებიან.

ტურინული გრანდი კლაუდიო რანირერის გუნდს ოლიმპიკოზე 6 აპრილს დაუპირისპირდება და უმნიშვნელოვანესი ქულებისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომა, რომელიც სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს და იუვენტუსს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, ბოლოს სერია ა-ში კომოსთან 15 დეკემბერს დამარცხდა.

error: დაცული კონტენტი !