კამბიაზო:“ ბოლონია ძალიან ძლიერია, წინ ურთულესი მატჩი გველოდება“
იუვენტუსის ფეხბურთელმა ანდრეა კამბიაზომ ბოლონიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„გასულ 5 მატჩში ჩვენ 4 გამარჯვება გვაქვს. ნაპოლისთან მარცხი სამწუხაროა, მაგრამ საერთო ჯამში პოზიტიური სვლა გვაქვს და დღეს კიდევ ერთი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ.
„ბოლონია ძალიან კარგი გუნდია, ბოლო წლებში მათ დაამტკიცეს, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლიათ ბრძოლა. მათ ჩვენთან საშინაო კედლებში უკვე ძალიან დიდი ხანია არ გაუმარჯვიათ და დარწმუნებული ვარ, დღეს ამ ცუდი სვლის დასრულებას ეცდებიან, ჩვენ სირთლეებისთვის მზად უნდა ვიყოთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
