TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე კამბიაზოს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

თუ რამდენიმე კვირის წინ ანდრეა კამბიაზოს იუვენტუსიდან წასვლა აქტიურად განიხილებოდა, ახლა იტალიელი ფეხბურთელი ერთ-ერთ ხელშეუხებელ ფიგურად მოიაზრება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, კამბიაზოს მიმართ არსებული ინტერესის მიუხედავად, იუვენტუსი იტალიელი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, ბიანკონერი ანდრეას ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას უკვე შეუდგა, რომლის მიხედვითაც ის გუნდში 2030 წლის ზაფხულში დარჩება, ხოლო კამბიაზოს ხელფასი 3-3.5 მილიონამდე გაიზრდება.

error: დაცული კონტენტი !