TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კალვარეზე:“ იუვენტუსს აშკარა 11-მეტრიანი არ დაუნიშნეს“

ყოფილმა იტალიელმა არბიტრმა ჯანპაოლო კალვარეზემ დუშან ვლაჰოვიჩის ინციდენტი შეაფასა, რომლის დროსაც მსაჯს 11-მეტრიანის დასანიშნად ყველა საფუძველი ჰქონდა.

„ვიცი, რომ ევროპაში მსაჯები ფეხბურთელებს მეტი კონტაქტის საშუალებას აძლევენ, მაგრამ ამ მომენტში ბურთთან შეხება არ ყოფილა, მეტოქე ფეხბურთელი ვლაჰოვიჩს გაშლილი ფეხით კოჭში ურტყამს და ვფიქრობ, ეს აშკარა 11-მეტრიანია.“