TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კალულუს ტურინში უახლოეს საათებში ელოდებიან

მილანის მცველის პიერ კალულუს იუვენტუსში ტრანსფერი დღეს დაიხურება.

ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, გუნდებმა ფეხბურთელის ტრანსფერის ფორმულასა და ეკონომიკურ ასპექტებზე საბოლოო შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

ფრანგი მცველი ტურინულ გრანდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, სანაცვლოდ კი მილანი 3 მილიონ ევროს მიიღებს, შემდგომში მისი 17 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც სავალდებულო არ იქნება.

კალულუ იუვენტუსთან 5-წლიან (1+4) კონტრაქტს გააფორმებს და მისი გასამრჯელო სეზონში 2.4 მილიონი ევრო იქნება.