TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კალულუს ტურინში დღეს ელოდებიან

Sky Sport-ის ინფორმაციით, პიერ კალულუ ტურინში დღეს ჩავა, ხვალ კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იუვენტუსის რიგებს შეუერთდება.

წყაროს ცნობით, რამდენიმე დღე ფიქრის შემდეგ, ფრანგმა ფეხბურთელმა იუვენტუსში გადასვლა გადაწყვიტა.

იუვე კალულუს 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს გადაიხდის, მისი შემდგომში 14 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობით, რასაც ბონუსების სახით კიდევ 3 მილიონი, ასევე მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში თანხის 10 პროცენტი დაემატება.