TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კალულუს საუკეთესო შედეგი სერია ა-ში…

პიერ კალულუ მიმდინარე სეზონში იუვენტუსის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ის როგორც დაცვით ასპექტში, ასევე გუნდის შეტევებშიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

სტატისტიკური გამოცემა OptaPaolo-ს ინფორმაციით, კალულუს მიმდინარე სეზონში ბურთთან ერთად 53 პროგრესული სვლა დაუგროვდა, რაც სერია ა-ში ამ მომენტისთვის საუკეთესო შედეგია.

იუვენტუსმა ფრანგი მცველის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ბიანკონერი ზაფხულში მის გამოსყიდვას გეგმავს, რაც ტურინულ გრანდს საერთო ჯამში 14 მილიონი და ბონუსები დაუჯდება.