კალულუ:“ ხვალინდელ მატჩში გამარჯვება გვჭირდება“
იუვენტუსის მცველმა პიერ კალულუმ პაფოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.
„ნაპოლისთან მატჩი ? ჩვენ ეს შეხვედრა წარსულს უნდა ჩავაბაროთ და კონცენტრაცია ხვალინდელ მატჩზე გავაკეთოთ. ვიცით, რომ ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა და გამარჯვება გვჭირდება.
„მარცხი ? ჩვენ ყველა შეხვედრის შემდეგ, შედეგის მიუხედავად, რაღაც ახალის სწავლას ვცდილობთ. ჩვენ ეს შეხვედრა განვიხილეთ და წინსვლას ვაგრძელებთ.
„ბრემერი ? ჩვენ შეკრული გუნდი ვართ და ნებისმიერი ფეხბურთელის ტრავმა თითოეული ჩვენგანისთვის რთულია. გლეისონი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, მისი დაბრუნება აუცილებლად გაგვაძლიერებს.
„რა არ მუშაობს ? გუნდის წარმატება ბევრ მცირე დეტალზეა დამოკიდებული. ჩვენ შეხვედრა უკეთ უნდა წავიკითხოთ, უკეთ ვითამაშოთ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს.
„ლიდერი ? მე ყოველთვის ვცდილობ, რომ გუნდს ჩემი მაქსიმუმი მივცე. რაც უფრო მეტს ვთამაშობ, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს.
„იუვენტუსის მაისურის სიმძიმე ? მე არანაირ სიმძიმეს არ განვიცდი, მოედანზე ყოველთვის მაქსიმალური მოტივაციით გავდივარ და 100 პროცენტით ვიხარჯები.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
