TuttoJuve

Juve per sempre sarà

კალულუ:“ წინ 12 ფინალი გველოდება“

რომასთან მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ლუჩიანო სპალეტის ნაცვლად პიერ კალულუმ ისაუბრა.

„წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. გალათასარაისთან შეხვედრის შემდეგ, გუნდში შერეული გრძნობა სუფევს. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ამავდროულად ვამაყობთ იმ თამაშით, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ.

„ახლა ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. წინ 12 ფინალი გველოდება, ხვალ ჩვენი მეტიქე უშუალო კონკურენტია, ამიტომ ამ შეხვედრაში ქულები ორმაგად მნიშვნელოვანია.

„რამდენად მზად ვართ ფიზიკურად ? როდესაც მოედანზე 10 ფეხბურთელით რჩები, და ეს ბოლო პერიოდში ხშირად ხდება, თითოეულ ფეხბურთელს უფრო მეტის გაკეთება უწევს, მაგრამ ჩვენ ასეთი სიტუაციებისთვის მზად ვართ და რომასთან მატჩს 100 პროცენტით მომზადებულები ვხვდებით.

„სპალეტი ? მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუ რა ითქვა გასახდელში. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გუნდი თავს შესანიშნავად გრძნობს, მწვრთნელის იდეებსა და ხედვებს იზიარებს და თითოეული ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ გუნდი სწორ გზაზე დგას.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !