TuttoJuve

Juve per sempre sarà

კალულუ:“ სპალეტიმ გუნდის მენტალობა შეცვალა, ტონალი ?…“

იუვენტუსის მცველმა პიერ კალულუმ Tuttosport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„რას ითხოვს ჩვენგან სპალეტი ? მწვრთნელი ჩვენგან მეტ ჩართულობას, მეტ აქტიურობას, მეტ დომინაციას ითოხვს. ის გვეუბნება, რომ რაც უფრო მეტი კონტროლი გვექნება მატჩის მსვლელობაზე, ეს საბოლოო შედეგზე უფრო მეტ გავლენას მოახდენს და გამარჯვებაში დაგვეხმარება.

„რა შეცვალა სპალეტიმ ? ყველაზე მეტად მენტალურ ასპექტს გამოვარჩევდი. მან დაგვანახა პოტენციალი, რომელიც გვაქვს და რომელსაც ჩვენ აქამდე კარგად ვერ ვხედავდით. ვფიქრობ, ეს მოედანზე ძალიან კარგად ჩანს.

„ნაპოლისთან მატჩი ? წინ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება. მართალია ნაპოლის გარკვეული საკადრო პრობლემები აქვს, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის, რადგან მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. ეს გადამწყვეტი მატჩი არ არის, მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვანია.

„სკუდეტო ? ახლა ამაზე ფიქრი უადგილოა, წინ ძალიან გრძელი გზა გველოდება, ახლა მხოლოდ მომდევნო მატჩზე და ქულებზე უნდა ვიფიქროთ.

„ტონალი ? ის ჩემი კარგი მეგობარია, ჩვენ ერთად სკუდეტო მოვიგეთ, ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ახლა ჩვენ სხვადასხვა გუნდებში ვთამაშობთ, მოამვალში კი ვნახოთ, რა მოხდება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !