კალულუ:“ სკუდეტო ? ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ“
პიერ კალულუმ პიზასთან მატჩი შეაფასა.
„ეს რთული შეხვედრა იყო, მეტოქე თავს კარგად იცავდა და სივრცეებს არ გვაძლევდა, მაგრამ მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რის გამოც ბედნიერები ვართ.
„ჩემი გოლი ავტო-გოლად ჩათვალეს ? ამის გამო იმედგაცრუებული ვარ, ჩემთვის ეს გოლი ჩემი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.
„სკუდეტო ? წინ ძალიან გრძელი და რთული გზა გველოდება, ჩვენ უამრავი მატჩის გამართვა მოგვიწევს, მაგრამ ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
