TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კალულუ:” იუვენტუსის ქომაგებს სიამაყის საფუძველს მივცემ”

იუვენტუსის ახალწვეულმა პიერ კალულუმ ბიანკონერის ოფიციალურ არხთან პირველი კომენტარი გააკეთა.

ტრანსფერის დეტალები იხილეთ აქ.

“პირველი შთაბეჭდილება ? ძალიან პოზიტიური. ინფრასტრუქტურა, სავარჯიშო მოედანი და ზოგადად გარემო ძალიან დადებითია.

“ჩემი ძლიერი მხარეები ? მე თანამედროვე სტილის მცველი ვარ, შემიძლია სხვადასხვა პოზიციაზე თამაში, ვარ სწრაფი, აგრესიული, მიყვარს ფიზიკური ორთაბრძოლები და შემიძლია ბურთთან ერთად მოძრაობა.

“ჩემი კუმირი ? ამ კითხვას ხშირად მისვამენ, თუმცა მე ერთი კონკრეტული სახელის თქმა მიჭირს. ვცდილობ, გამორჩეულ მცველებს თვალი ვადევნო.

“კალულუ მოედანს მიღმა ? მე მიყვარს სახლში ყოფნა, ასევე კინოში სიარული და მუსიკის მოსმენა, მე მშვიდი ადამიანი ვარ.

“მოტა ? მე გასულ დღეებში მასთან საუბრის ბედნიერება მქონდა, ასევე ვნახე მისი გუნდის თამაშის სტილი. ძალიან მომეწონა მისი პირდაპირობა, იდეები და მოტივაცია.

“მიზნები ? პირველ რიგში გუნდთან ერთად მაქსიმალურად ბევრი მატჩის მოგებაა, თითოეულმა ჩვენგანმა გუნდისთვის ყველაფერი უნდა დავდოთ, პირადად მე კი მსურს, რომ თითოეული მიღებული წუთი მაქსიმალურად გამოვიყენო და დავამტკიცო, თუ რა შემიძლია.

“მიმართვა ქომაგებს ? გამარჯობა, გპირდებით, რომ ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები და თქვენ ჩემით იამაყებთ, შევხვდებით ძალიან მალე.”