TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კალულუ:“ კომპლიმენტები ლაციოს, ჩვენ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ“

იუვენტუსის უკანახაზელმა პიერ კალულუმ ლაციოსთან მატჩი შეაფასა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა. ლაციოს კომპლიმენტები ეკუთვნის, მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ და ორგანიზებულობა არც მაშინ დაკარგეს, როდესაც 10 კაცით დარჩნენ. ტექნიკურად ჩვენ უკეთ თამაში შეგვეძლო, მაგრამ საბოლოო ჯამში გავიმარჯვეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

„რა მომწონს მოტაში ყველაზე მეტად ? ის ჩვენგან ვარჯიშებზე და უშუალოდ მატჩების დროს მაქსიმუმს ითხოვს, მაგრამ ამავდროულად ფეხბურთისგან სიამოვნების მიღების უფლებასაც გვაძლევს.

„მეგუნა თუ არა, რომ იუვენტუსში ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა გავხდებოდი ? მე ჩემი თანაგუნდელებისთვის და ამ მაისურისთვის ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და ვფიქრობ, ამის ნახვა მოედანზე შეგიძლიათ.

„სირთულეები მომენტების შექმნის მხრივ ? ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც დომინაცია და ბურთის გაკონტროლება უყვარს. ასეთ დროს მეტოქეები დაცვაში ყოფნას ამჯობინებენ, რის გამოც სივრცეები ფაქტობრივად არ არის. სერია ა-ში მარტივი მატჩი არ არსებობს და ეს დღესაც დადასტურდა.“