TuttoJuve

Juve per sempre sarà

კალულუ:“ იუვენტუსის დონის გუნდში თამაშისას წნეხი და დიდი მოლოდინები სრულიად ნორმალურია“

იუვენტუსის მცველმა პიერ კალულუმ ფრანგულ გამოცემა L’Equipe-სთან ისაუბრა.

„იუვენტუსში თამაშის წნეხი ? ეს იუვენტუსის დონისა და ისტორიის მქონე გუნდის რიგებში თამაშისას სრულიად ნორმალურია, ჩვენგან ყველა მაქსიმუმს ელოდება, ეს არის ის, რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდით, ასეთ დონეზე, ასეთი გუნდის რიგებში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის სურვილია, ამიტომ წნეხი პრობლემა არ არის.

„კრიტიკა ? მეც ფეხბურთის ქომაგი ვარ და მესმის, როგორ მუშაობს ეს. როდესაც ემოციური ხარ, სოციალურ ქსელში შენი სიბრაზის გამოხატვა მატივია და ასეთ დროს შესაძლოა სხვა ადამიანის გრძნობებზე არ ფიქრობდე. ამიტომ ვცდილობ, რომ სოციალურ ქსელში მაქსიმალურად ცოტა დრო დავხარჯო, ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავად ვარ და ამ თემაზე სხვა ადამიანების რჩევები არ მჭირდება.

„ინტერთან გაძევება ? ამის შემდეგ ტელეფონი გავთიშე, რადგან ზედმეტი დაპირისპირების თავიდან არიდება მინდოდა. მედიაში ბევრი რამ ითქვა და დაიწერა, მაგრამ საბოლოო ჯამში მე გუნდის დახმარება ვერც ინტერთან, ვერც მომდევნო მატჩში ვერ შევძელი და ეს სრულიად უსამართლოდ მოხდა.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !