TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კალულუ:“ იუვენტუსის მაისურით მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა გახვიდე“

იუვენტუსის მცველმა პიერ კალულუმ Sky Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„როგორ შევაფასებდი გასულ კვირას ? რთული კვირა, ჩვენ ბევრი თამაში მოგვიწია, მაგრამ გუნდი მოტივირებულია და ჯენოასთან მატჩს პოზიტიურად ვხვდებით.

„გაუვალი დაცვა ? ეს ყოველთვის ძალიან მნიშვნლეოვანი ასპექტია. მცველებისთვის კარის მშრალად შენახვა ყოველთვის დამატებითი პოზიტივია, რადგან ეს ჩვენი პრიორიტეტული ამოცანაა, თუმცა კარის მშრალად შენახვაში წვლილი გუნდის თითოეულ ფეხბურთელს მიუძღვის.

„პასუხი მათ, ვისაც ჩემი იუვეში გადმოსვლა არ უნდოდა ? ასეთი ხალხი არსებობს ? (იცინის, ავტ.) მე კონცენტრაცია საკუთარ თავსა და გუნდზე მაქვს გადატანილი, სხვების საუბარს კი ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. მე შრომისმოყვარე ფეხბურთელი ვარ და გუნდისთვის ყოველთვის 100 პროცენტით ვიხარჯები.

„მოტა ? ის თითოეულ ჩვენგანს ძალიან დიდ თავდაჯერებულობას გვაძლევს, ჩვენ მოედანზე გვაქვს თავისუფლება და შეგვიძლია ვიმოქმედოთ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლი.

„3-მატჩიანი უგოლო სერია სერია ა-ში ? ვფიქრობ, ეს დიდი პრობლემა არ არის. სეზონი გრძელია, წინ ძალიან ბევრი შეხვედრა გველოდება და გოლები აუცილებლად იქნება. გუნდში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა, იუვეში უამრავი ახალი ფეხურთელი თამაშობს, მათ შორის მე, ჩვენ ერთმანეთთან შეთამაშება გვჭირდება, თუმცა სწორ გზაზე ვართ და კრიტიკოსებს აუცილებლად ვუპასუხებთ.

„თამაში ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ ? როდესაც იუვენტუსის მაისურს იცვამ, შენ მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გადიხარ, მეტოქის მიუხედავად.“