TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კალულუ იუვენტუსისგან გარანტიებს ითხოვს…

Sky Sport-ის ინფორმაციით, პიერ კალულუ იუვენტუსში გადასვლამდე გარკვეულ გარანტიებს ითხოვს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსმა როგორც მილანთან, ასევე ფეხბურთელის აგენტთან ყველა დეტალი უკვე შეათანხმა, მაგრამ ფრანგ უკანახაზელს სურს გარანტია, რომ მას ტურინში რეგულარული სათამაშო დრო მიეცემა.

გამოცემის ინფორმაციით, კალულუს ტიაგო მოტასთან გასაუბრება და გუნდში მისი როლის თაობაზე ინფორმაციის მიღება სურს…