TuttoJuve

Juve per sempre sarà

კალულუ:“ ფუნდამენტაური გამარჯვება პირდაპირ მეტოქესთან“

პიერ კალულუმ ბოლონიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„გარდამტეხი გამარჯვება ? ეს გამარჯვება ფუნდამენტალურია, რადგან ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდი იყო, რომელიც ჩვენი პირდაპირი მეტოქეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ, ახლა კი უნდა დავისვენოთ და მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ.

„მშრალი კარი ? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამარჯვებაში გვეხმარება. დღეს ჩვენ პირველ ნახევარში ბევრი მომენტი შევქმენით და მეტი სიზუსტე რომ გამოგვეჩინა, გაცილებით ადრე გავიტანდით. ამ ასპექტზე უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში დამსახურებული და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.

„ბრემერი ? დღეს პოზიტიური დღე იყო, გამარჯვება ხუან კაბალის გოლით, ვისაც რთული თვეები ჰქონდა და ბრემრის დაბრუნება, გლეისონი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და მისი მოედანზე ყოფნა კიდევ უფრო გაგვაძლიერებს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !