კალულუ:“ ჩვენ ზედმეტად ბევრ შეცდომას ვუშვებთ, ვეცადეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო“
პიერ კალულუმ ფიორენტინასთან კიდევ ერთი უსახური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ვიცოდით, რომ ამ მოედანზე თამაში მარტივი არ იქნებოდა. ჩვენ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. სასურველი შედეგისთვის ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ვიცით, რომ უნდა მოვუმატოთ და მომდევნო მატჩებს თავდაჯერებულები შევხვდებით.
„რა არის ჩვენი მთავარი სირთულე ? ჩვენ უნდა მოვკლათ მატჩი მაშინ, როდესაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტოქეს დაბრუნების საშუალებას ვაძლევთ და ამის გამო ჩვენ უკვე ბევრი ქულა დავკარგეთ. სერია ა-ში მეტოქეს შანსი არ უნდა მისცე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯები.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
