კალულუ:“ ასე თამაში მიუღებელია, ჩვენ ყველაფერს დაღლილობას ვერ დავაბრალებთ“
პიერ კალულუს კომენტარი გალათასარაისთან მატჩის შემდეგ.
„5 გაშვებული გოლი ? მეტოქის გოლი ყოველთვის ჩვენი შეცდომის ბრალია. ჩვენ ასე თამაშისა და ასეთი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს მაშინაც კი, როდესაც მოედანზე 10 კაცით ვართ. ჩვენ დღევანდელი მატჩი უნდა გავაანალიზოთ და მომდევნო შეხვედრისთვის უკეთ მოვემზადოთ.
„გადაღლილობა ? არა, ჩვენ გადაღლილობას და დატვირთულ კალენდარს ალიბად ვერ გამოვიყენებთ. კონკრეტული მიზეზის დასახელება ძალიან რთულია, ჩვენ გაცილებით მეტი გვმართებს.
„ინტერთან მატჩი ? გასული დღეები ემოციური იყო, მაგრამ ახლა ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს.
„ბასტონის ბოდიში ? მე არ მინახავს, თუ რა თქვა მან. ეს უკვე წარსულია, ჩვენ კი წინ უნდა ვიყუროთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
