კალულუ:“ -4 ინტერთან ? ჩვენ იუვენტუსი ვართ, ჩვენი მიზანი ყოველთვის მაქსიმუმისთვის ბრძოლაა“
პიერ კალულუმ კრემონეზესთან მატჩი შეაფასა.
„2430 წუთი მოედანზე სეზონის დაწყებიდან ? მე მიხარია, რომ თამაშის და გუნდის დახმარების შესაძლებლობა მეძლევა. ფეხბურთელისთვის მოედანზე ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. იმედია, ჩვენ პოზიტიურ სვლას გავაგრძელებთ და ამაში ჩემ წვლილს შევიტან.
„ცვლილებები სპალეტის მოსვლის შემდეგ ? მე შედარებების გაკეთება არ მიყვარს, მაგრამ აშკარაა, რომ ახლა გუნდი უფრო შეთამაშებულია, უფრო მეტი სინქრონია, თამაშით გაცილებით მეტ სიამოვნებას ვიღებთ, მეტოქეებზე უფრო მეტ ზეწოლას ვახდენთ და უფრო დომინანტები ვართ. ჩვენ თავს უფრო ძლიერებად ვგრძნობთ და ამ თავდაჯერებულობით თამაში გაცილებით გვიმარტივდება.
„-4 ინტერამდე ? იუვენტუსში თამაში ყოველთვის მაქსიმუმისთვის ბრძოლას ნიშნავს. სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც არც თუ ისე კარგი პერიოდი გვქონდა, სატურნირო ცხრილს ნაკლებად ვუყურებდი, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა და ჩვენ ბრძოლისთვის მზად ვართ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
