TuttoJuve

Juve per sempre sarà

კალიარი კავილიას სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის გადახდას დათნხმდა

Tuttosport-ის ინფორმაციით, ჰანს ნიკოლუს-კავილია კალიარიში ტრანსფერთან ახლოს არის.

წყაროს ცნობით, სარდინიელები მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 8 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდნენ და თუ თავად იტალიელი კალიარის წინადადებას მიიღებს, ნიკოლუსი კარიერას როსობლუს რიგებში გააგრძელებს.

ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა კონტრაქტში პუნქტი, რომელიც იუვენტუსს მომავალში მისი დაბრუნების საშუალებას მისცემს.

34 views
error: დაცული კონტენტი !