TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ინგლისური გრანდების ინტერესის მიუხედავად, კალაფიორის იუვენტუსში თამაში სურს

ბოლონიას და იტალიის ნაკრების მცველის რიკარდო კაალფიორის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. მანჩესტერ იუნაიტედისა და ტოტენჰემის შემდეგ, 22 წლის ფეხბურთელის გაფორმების სურვილი ამჯერად ლივერპულმა გამოთქვა, თუმცა რიკარდოს პრიორიტეტი კვლავ იუვენტუსში გადასვლაა.

Calciomercato-ს ცნობით, კალაფიორისა და იუვენტუსს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს და იტალიელ ფეხბურთელს იმედი აქვს, ბიანკონერის როსობლუსთან საერთო ენის გამონახვა გამოუვა.

ბოლონია რიკარდოს სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც იუვენტუსი არ აპირებს, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას შესაძლოა ტრანსფერში მოიზე კინის ან არკადიუშ მილიკის ჩართვით მიაღწიონ.