TuttoJuve

Juve per sempre sarà

კაიო ჟორჟეს ტრანსფერით რეალიც ინტერესდება

რუდი გალეტის ინფორმაციით, რეალი იუვენტუსის ყოფილი ფორვარდის კაიო ჟორჟეს ტრანსფერით ინტერესდება.

23 წლის ბრაზილიელი კრუზეიროს რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს და მას როგორც ბრაზილიაში, ასევე ევროპაში არაერთი მსურველი ჰყავს.

კაიოს კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, მისი გაყიდვის შემთხვევაში მიღებული თანხის 30 პროცენტი იუვენტუსს ეკუთვნის. კრუზეირო ამ მომენტისთვის კაიოს სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვს, თუმცა ეს თანხა სავარაუდოდ სეზონის მსვლელობისას გაიზრდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !