TuttoJuve

Juve per sempre sarà

კაიო ჟორჟეს მსურველების რიგი უდგას, იუვე მსუყე ბონუსს მიიღებს

კაიო ჟორჟე კრუზეიროს რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს და დიდი ალბათობით ის უახლოეს პერიოდში ევროპაში დაბრუნდება, რითიც იუვენტუსი მნიშვნელოვან ეკონომიკურ შევსებას მიიღებს.

23 წლის ფორვარდის კარიერა იუვენტუსში ტრავმების გამო არც თუ ისე პოზიტიურად წარიმართა, ამიტომ მან ბიანკონერი დატოვა და 7.2 მილიონის სანცვლოდ კრუზეიროს რიგებს შეუერთდა, რასაც მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში სრული თანხის 30 პროცენტი დაემატება.

კაიომ მიმდინარე სეზონში 46 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა, რითიც არაერთი ევროპული გუნდის ინტერესი დაიმსახურა. ბრაზილიელები მის გაყიდვას 40-45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გეგმავენ, საიდანაც 30 პროცენტი იუვენტუსის საკუთრებაა.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !