ნორტონ-კაფი იუვენტუსის პრიორიტეტად რჩება
იუვენტუსი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მარჯვენა მცველის გაფორმებას ეცდება და ტურინული გრანდის პრიორიტეტი ჯენოას ფეხბურთელი ბრუკ ნორტონ-კაფია.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მარკო ოტოლინიმ, ვინც ინგლისელი ფეხბურთელი ჯენოაში მიიყვანა, 21 წლის უკანახაზელის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო, თუმცა მის გასაფორმებლად პირველ რიგში ტურინულ გრანდს ჟოაუ მარიოს გაყიდვა მოუწევს.
იუვენტუსს იმედი აქვს, პორტუგალიელის სანაცვლოდ 10-11 მილიონს მიიღებს, მიღებული თანხით კი ნორტონ-კაფის გაფორმებას შეძლებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
