კაბალს დიდი ალბათობით რამდენიმე კვირა გაუცდება
ხუან კაბალმა ვილიარეალთან მატჩი ტრავმის გამო ნაადრევად დატოვა და დიდი ალბათობით კოლუმბიელს საკმაოდ დიდი დრო გაუცდება.
ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა Tuttosport-ის ცნობით, ხუანს კუნთის მეორე ხარისხის გაჭიმულობა აქვს, რის გამოც ის მინიმუმ 3 კვირას გამოტოვებს.
კაბალი განმეორებით შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როდის დაუბრუნდება ის მოედანს…
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
