კაბალს მუხლზე ოპერაცია ხვალ ჩაუტარდება
ხუან კაბალი ტრავმირებულ მუხლზე ოპერაციას ხვალ ჩაიტარებს, რის შემდეგაც კოლუმბიელი ფეხბურთელი სარეაბილიტაციო პროცესს შეუდგება.
გლეისონ ბრემერის მსგავსად, კაბალი ოპერაციას ლიონში, პროფესორ ბერტრან სონერი-კოტეტთან ჩაიტარებს, ვინც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად მოიაზრება.
კაბალის მოედანზე დაბრუნება მიმდინარე სეზონის ბოლომდე არ იგეგმება.