TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კაბალმა შესაძლოა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს…

როგორც უკვე მოგახსენეთ, ხუან კაბალმა კოლუმბიის ნაკრებში ვარჯიშის დროს მუხლის ტრავმა მიიღო და როგორც ჩანს, მისი დაზიანება საკმაოდ სერიოზულია.

კაბალი იტალიაში უახლოეს პერიოდში დაბრუნდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრავმის სიმძიმის თაობაზე ზუსტი ინფორმაცია ამის შემდეგ გავრცელდება, თუმცა ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, კაბალს დიდი ალბათობით მუხლის იოგები აქვს გაწყვეტილი.

თუ დიაგნოზი დადასტუდა, კაბალი ბრემერის მსგავსად გუნდს მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება, რაც დაცვაში არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო გაართულებს.