ოფიციალურად: კაბალისთვის სეზონი დასრულდა
ხუან კაბალი ცოტა ხნის წინ J Medical-ს ეწვია, სადაც მუხლზე დამატებითი სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, კაბალს მარცხენა მუხლის ჯვარედინი იოგების დაზიანება დაუდასტურდა, რის გამოც მას ოპერაცია დასჭირდება და კოლუმბიელი ფეხბურთელი გლეისონ ბრემერის მსგავსად მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
კაბალის სარეაბილიტაციო პროცესი დაახლოებით 6-7 თვე გაგრძელდება და სავარაუდოდ ის ვერც საკლუბო მუნდიალზე შეძლებს თამაშს.