TuttoJuve

Juve per sempre sarà

კაბალი:“ წინ რთული მატჩი გველოდება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ“

იგორ ტუდორის შემდეგ (იხილეთ აქ), ვილიარეალთან მატჩის წინ ხუან კაბალმაც ისაუბრა.

„გოლი ატალანტას კარში ? ბედნიერი ვარ, რომ გოლი გავიტანე და გუნდის დახმარება შევძელი, თუმცა ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის. ხვალ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება და იმედი მაქვს, გუნდის დახმარებას ამჯერადაც შევძლებ.

„რა მოლოდინები მაქვს ? მე დაუღალავად ვვარჯიშობ და გუნდის დასახმარებლად ყოველთვის მზად ვარ, იქნება ეს სასტარტო შემადგენლობიდან, თუ სათადარიგოთა სკამიდან. ჩემი მიზანი გუნდის დახმარება და გამარჯვებაა.

„საყვარელი პოზიცია ? ჩემი სურვილი მოედანზე ყოფნაა და ვითამაშებ იქ, სადაც გუნდს დავჭირდები.

„ვილიარეალი ? მათ ძალიან ხარისხიანი და კარგი გუნდი ჰყავთ, ჩვენ მთელი შეხვედრის განმავლობაში კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ. მათ სეზონი კარგად დაიწყეს და ვიცით, რომ პრობლემების შექმნა შეუძლიათ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

165 views
error: დაცული კონტენტი !