კაბალი პიზასთან მატჩსაც გამოტოვებს
ხუან კაბალი გუნდს ვერც პიზას წინააღმდეგ დაეხმარება.
კოლუმბიელმა ფეხბურთელმა კუნთის გადაღლილობის გამო რომასთან შეხვედრა გამოტოვა და SportItalia-ს ცნობით, იუვენტუსის სამედიცინო შტაბს რისკზე წასვლა არ სურს, ამიტომ ის მომდევნო შეხვედრასაც გამოტოვებს.
მოსალოდნელია, რომ კაბალი ლეჩესთან მატჩში დაბრუნდება, რომელიც 3 იანვარს არის ჩანიშნული.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
