TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კაბალი იუვენტუსთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

ვერონა და იუვენტუსი ხუან კაბალის ტრანსფერის თაობაზე საბოლოო დეტალებს ათანხმებენ, რის შემდეგაც კოლუმბიელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდს შეუერთდება.

ბიანკონერი 23 წლის მცველის სანაცვლოდ ვერონას ბონუსების ჩათვლით 12 მილიონ ევროს გადაუხდის.

კოლუმბიელი ფეხბურთელი, ვის ტრანსფერზეც ინტერი რამდენიმე კვირა აქტიურად მუშაობდა, იუვენტუსთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და მისი გასამრჯელო სეზონში 1.3 მილიონი ევრო იქნება.